en
ge

ფოტო ისტორია ჯავახეთის სოფლებიდან

ფოტო ისტორია ჯავახეთის სოფლებიდან

სამცხე-ჯავახეთი. აგვისტოში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯავახეთის სოფლები მოინახულა. ორგანიზაცია გიზიარებთ ფოტო ისტორიას ჯავახეთის რეგიონიდან. 

„სოფელი ეშტია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სიდიდით მეორე სოფელია. ამ დროისთვის სოფელში 1700-მდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკე სომხები არიან. წინა წლებთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა სოფელში თითქმის განახევრდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სოფელში მიგრაციის მაღალი ტალღაა, რადგან რეგიონში დასაქმების და განვითარების შანსები შეზღუდულია. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მეკარტოფილეობით ირჩენს თავს.

სოფელი ფოკა ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ-ზე მდებარეობს. სოფელი ქალაქ ნინოწმინდიდან 28 კმ-ით არის დაშორებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 1176 მოსახლეა. აქვეა საჯარო სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი. მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მესაქონლეობით და მეთევზეობით. სწორედ მდინარე ფარავანი არის ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რესურსი. სოფელში პრობლემად რჩება მცირემიწიანობა, მიგრაცია და სამუშაო ადგილების სიმწირე. ამას კი მძიმე კლიმატური პირობები ემატება“.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)