თბილისი. 2021 წლის ზამთარში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ნანას (სახელი შეცვლილია) საქმეში ჩაერთო. ნანა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალია. მასზე ოჯახის ახლობელმა მის ბავშვობაში იძალადა.
„პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული პირი გაამართლა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა საადვოკატო ბიუროს სოციალურ გვერდზე ნანას საქმის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სახელი და გვარი ინიციალებით იქნა აღნიშნული, პოსტის მეშვეობით გასაჯაროვდა ისეთი ინფორმაცია საქმის დეტალების, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ, რომ მთლიანობაში იდენტიფიცირებადი გახდა დაზარალებული.
PHR-მა განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვა აღნიშნული საკითხის შესწავლა და რეაგირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაიზიარა PHR-ის პოზიცია და დაადგინა, რომ საადვოკატო ბიუროს მხრიდან მოხდა სამართალდარღვევა, რის გამოც საადვოკატო ბიურო დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. ბიუროს ასევე დაევალა ორგანიზაციის სოციალური გვერდიდან აღნიშნული პოსტის აღება“.
ორგანიზაცია აგრძელებს დაზარალებული ქალის დაცვას.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)