თბილისი. გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული ორი ინიციატივა განიხილა - სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და ადგილობრივ დონეზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის შემუშავება.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის ფარგლებში დასაინიცირებლად დაგეგმილი ინიციატივის განხილვა.
კერძოდ, საბჭომ განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის ავტორია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“.
კანონპროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის კოორდინაციის მექანიზმების დახვეწა, რომლის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შეიქმნება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უწყებების რეგიონული და მუნიციპალური თანამშრომლობის კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)