თბილისი. 8 და 9 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ონლაინ ვორკშოპში, სადაც გექნებათ საშუალება იმსჯელოთ, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ხელშეწყობის საშუალებებზე.
ამასთანავე, ონლაინ ვორკშოპზე მიიღებთ ინფორმაციას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე „ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება“. კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე...
თარიღი: 8-9 სექტემბერი, 2022, 11:00 - 13:00 (GMT+4)
ვორკშოპზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია...
ვორკშოპი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)