en
ge

სადისკუსიო შეხვედრები

სადისკუსიო შეხვედრები

თბილისი. „კავკასიის ველო ქსელი“ და „კავკასიური სახლი“ გიწვევთ შეხვედრებზე, სადაც მოწვეული სპიკერები და მონაწილეები განიხილავენ საგზაო მოძრაობის მონაწილეების წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„თბილისში არსებული სატრანსპორტო გაუმართაობა - მანქანების მზარდი რაოდენობა, მოუხერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილების სიჩქარის ლიმიტის დაწესების საჭიროება, ტროტუარების ოკუპირება მანქანების მიერ, ალტერნატიული ტრანსპორტის: ველო, ელექტრო თვითმგორავი და ა.შ. არაორგანიზებული მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილების შეუძლებლობა - ჩამოთვლილი საკითხები, კომბინირებული ფორმით, ქმნიან იმ ქაოსს, სადაც წელიწადში 5863 შემთხვევა ხდება (2021 წ).

არ არსებობს კონკრეტული სტატისტიკა, რამდენია მათგან ველოსიპედთან კავშირში. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკის რეალობასთან შესაბამისობაში ეჭვი შეიძლება შევიტანოთ, რადგან, ჩვენი ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ 30% მიმართავს პოლიციას საგზაო შემთხვევისას.

ჩვენს მიზანს წარმოადგენს ამ საკითხის ფოკუსში მოქცევა, დაინტერესებული და დაპირისპირებული მხარეების არგუმენტების მოსმენა, გაანალიზება და პროცესის შეძლებისდაგვარად დაჩქარება - რომ მალე გაიზარდოს უსაფრთხოების შეგრძნება; ამ საკითხების გადაწყვეტის საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა“.

სარეგისტრაციო ბმული...

დისკუსია იმართება კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის „ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)