თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტი მოამზადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ხოლო წარადგინა საქართველოს მთავრობამ და ითვალისწინებს მრავალ მნიშვნელოვან და კარდინალურ ცვლილებას, რომელიც ფაქტობრივად გარდაქმნის სახელმწიფო შესყიდვების არსებულ სისტემას.
IDFI-ის ანალიზის ფარგლებში განხილულია კანონპროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და მათი შესაბამისობა საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მიერ წლების განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)