en
ge

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ

თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ პუბლიკაცია. „როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისათვის, 2013 წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო ეკონომიკური ზრდის 6%-იანი მაჩვენებლის მიღწევა, თუმცა, ეკონომიკის ზრდამ პირველ კვარტალში მხოლოდ 1,7 პროცენტი შეადგინა. ამან გააჩინა მოლოდინი, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები შეექმნებოდა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საჭიროდ ჩათვალა გაეანალიზებინა 2013 წლის პირველ კვარტალში გამოკვეთილი ტენდენციები ამ მიმართულებით" – ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე. 
პუბლიკაცია – 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ
წყარო:www.eprc.ge





სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)