თბილისი. 2022 წლის ივლისში, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ბავშვთა ადვოკატებს 11 წლის ბიჭმა მომართა. ბავშვს კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში უნდოდა გადასვლა, რადგან დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებოსთან დარჩენილს ძალიან უჭირდა კერძო სკოლის საფასურის გადახდა და დიდი მანძილის გამო სკოლამდე ფიზიკურად სიარული.
2022 წლის 7 სექტემბერს, PHR-მა და არასრულწლოვანმა მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვეს მოსამართლის განჩინებით ბავშვი ყველაზე ახლომდებარე საჯარო სკოლაში სასწრაფოდ ჩარიცხულიყო.
ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, 2022 წლის 9 სექტემბერს, ბავშვის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)