გურია. გურიაში პუბლიკაციის „გარემოსდაცვითი „გადაწყვეტილების მონიტორინგი გურიის რეგიონში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პუბლიკაცია მომზადდა გურიის სამოქალაქო ცენტრის და გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ ერთობლივი პროექტის „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მონიტორინგი გურიის რეგიონში“ ფარგლებში და მასში აღწერილია გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირების და ჩართულობის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოვლენილი ხარვეზები.
პუბლიკაციაში მოცემულია რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)