ოზურგეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესებში და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობის განხორციელებაში ხელშეწყობა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)