en
ge

შშმ პირთა ქმედუნარიანობის რეფორმის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

შშმ პირთა ქმედუნარიანობის რეფორმის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისი. 9 სექტემბერს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” ფარგლებში მომზადებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობის რეფორმის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადებული კვლევის მიზანი იყო ქმედუნარიანობის რეფორმის შემდგომ, მხარდაჭერის მიმღებ პირთა ყოველდღიური რეალობის, გამოწვევებისა და გამოცდილებების შესწავლა და იმ პრაქტიკული ბარიერების გამოვლენა რომელსაც მხარდაჭერის მიმღები პირები და მხარდამჭერები (ოჯახის წევრები, სოციალური მუშაკები და მხარდამჭერად დანიშნული სხვა პირები) აწყდებიან.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში”, ახორციელებენ ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად... 

წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)