თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედმა პირებმა, რომლებიც საზოგადოებას ექსპერტ-ანალიტიკოსებად წარმოუდგებიან, 29 აგვისტოს ორგანიზებულად გაავრცელეს პოსტები ე.წ „პარტნიორი სახელმწიფოების/აშშ-ის აგენტურის“ შესახებ. გავრცელებული ირიბი და ზოგადი გზავნილები, ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, იმ აქტორებს ეხება, რომლებიც იცავენ საქართველოს პროდასავლურ კურსს ან/და ფინანსდებიან დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
ორგანიზაციის მტკიცებით, ეს გზავნილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მიზნად ისახავს, მთავრობის კრიტიკოსი პროდასავლური აქტორები წარმოაჩინოს უცხო სახელმწიფოს აგენტებად, საქართველოს მტრებად და მოღალატეებად.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)