გურია. 10-12 სექტემბერს ჩატარდა ახალგაზრდული ტრენინგი „გენდერული როლები და სტერეოტიპები“.
თუ გსურთ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა და გაიგოთ მეტი გენდერული თანასწორობის შესახებ, გაიარეთ რეგისტრაცია...
მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგებს, შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ დაფინანსება (500 ევრო) ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად, რაც გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
ახალგაზრდული ტრენინგები ხორციელდება „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia)“ ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)