en
ge

ანონსი: საგადასახადო გარემოს კვლევის და ფინანსური ანგარიშგების კვლევის პრეზენტაცია რეგიონებში

ანონსი: საგადასახადო გარემოს კვლევის და ფინანსური ანგარიშგების კვლევის პრეზენტაცია რეგიონებში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს შეხვედრებს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის შედეგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე გზამკვლევის გასაცნობად.

შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეები გაეცნონ კვლევის მიგნებებსა და შედეგებს, ასევე გზამკვლევში მიმოხილულ მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებს და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული საკითხის გარშემო გამართულ დისკუსიაში. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის დოკუმენტში მიმოხილულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები, გამოვლენილია საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი პრობლემები, შემუშავებულია საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებისა და ცვლილებების რეკომენდაციები. 

გზამკვლევში „საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე“ განხილულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები, დეტალურად გაანალიზებულია ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის მნიშვნელოვანი ქეისები, რომლებიც გაანალიზებულია პრაქტიკული მაგალითების ჭრილში, მოცემულია რეკომენდაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო რისკების ეფექტიანი მართვისათვის. 

შეხვედრების განრიგი:

  • 16 სექტემბერი – მარნეული.
  • 19 სექტემბერი – გორი.
  • 20 სექტემბერი – ახალციხე.
  • 28 სექტემბერი – თელავი.
  • 17 ოქტომბერი – ქუთაისი.
  • 18 ოქტომბერი – ზუგდიდი.
  • 19 ოქტომბერი – ოზურგეთი.
  • 20 ოქტომბერი – ბათუმი.

შეხვედრას მართავს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ - ფარგლებში. ინიციატივის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის ამოცანებს შორის არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 579 13 52 92

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023