გურია. 24 მაისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები გურიაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურების ხელმძღვანელები, ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატები, საოჯახო სასტუმროების მფლობელები, საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები, რომლებიც ტურიზმის სფეროს შეისწავლიან. მონაწილეებმა განიხილეს გურიის კურორტების: გრიგოლეთის, ურეკის, ბახმაროსა და გომისმთის პოტენციალი, იმსჯელეს არსებული პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ გურიას ტურიზმის განვითარების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის სამივე რაიონის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.