სამცხე-ჯავახეთი-იმერეთი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო-ღობეები და ციმციმები (Foxlight) დამონტაჟდა. ამ ტექნოლოგიას 10-ზე მეტი მწყემსი და მეფუტკრე გამოიყენებს, რაც მათ მეურნეობებს მგლის, მურა დათვისა და ფოცხვერის თავდასხმისგან დაიცავს, თუმცა ადგილობრივი ფაუნის ამ მნიშვნელოვან წარმომადგენლებს ზიანს არ მიაყენებს.
ინიციატივა განხორციელდა UNDP-სა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფარგლებში, რომელიც ათ წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას და გარემოსდაცვით საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)