თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მედიით ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია, რომ ქუთაისში ბანკზე მომხდარ თავდასხმაში დაკავებულის ინტერესებს საიას ადვოკატები იცავენ. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
აქვე ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველას აქვს უფლება დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)