თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილებით, უწყებაში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირი, თანამშრომელი ქალის სექსუალურად შევიწროებისთვის, თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.
ორგანიზაციის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.
„საუბარია კაცზე, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ ქალებს დისკრიმინაციულად ექცეოდა, შეურაცხმყოფელად მიმართავდა, სამუშაო სივრცეში შეუფერებელ, საფრთხის შემცველ და ღირსების შემლახველ გარემოს უქმნიდა. გარდა ამისა, არსებობს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება. ამ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა კიდევ 2 მაღალჩინოსნის მხრიდანაც“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)