თბილისი. 21 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში, ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასაწყისში IDFI-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2021 წელს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე ნორმატიული აქტების შემუშავებისას საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მიგნებებსა და რეკომენდაციებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში შედგა დისკუსია, საკრებულოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)