თბილისი. 23 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა დისკუსია: „სოციალური მეწარმეობა საქართველოში - არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და საკანონმდებლო აღიარების შესახებ ინიციატივები“.
დისკუსიის საკითხებს წარმოადგენდა:
სოციალური მეწარმეობის არსი და მნიშვნელობა; სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საერთაშორისო ტენდენციები; სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით; სოციალური მეწარმეობა საქართველოში - ადგილობრივი კონტექსტი და გამოწვევები; სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო აღიარების მნიშვნელობა; სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების ინიციატივები.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისა და სსიპ-საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და სოციალურ საწარმოთა ალიანსის (SEA) თანამონაწილეობით გაიმართა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)