en
ge

მართავს თუ არა ბათუმის მერის Facebook-გვერდს აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია?

მართავს თუ არა ბათუმის მერის Facebook-გვერდს აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია?

აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელ Facebook-ში ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის საჯარო გვერდის მასალების რეკლამირებაში ჩართულია აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, გოგი ფუტკარაძე. ფუტკარაძე მონაწილეობს Facebook-ში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პოსტების რეკლამირების პროცესშიც.

ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართვა თვითმმართველობის საკითხებში. გაუმჭვირვალეა თავად ასეთი საქმიანობის დაფინანსების მექანიზმი და წყაროები.

„რატომ იხარჯება მათ გვერდებზე გამოქვეყნებული ცნობების ინტერნეტ აუდიტორიის გაზრდისთვის თანხა არა დაწესებულებათა ბიუჯეტიდან, არამედ, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან. დაუდგენელია ამ თანხის წარმომავლობაც.

ორგანიზაცია მოუწოდებს ბათუმის მერს, ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობის აპარატს, დროულად და ამომწურავად უპასუხონ საზოგადოებას ჩვენს მიერ გამოვლენილ გარემოებებზე“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)