თბილისი. ტრადიციულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა თუ განხილვებში, რომელსაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ითვალისწინებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული პროცესისა და კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად შეიმუშავეს ომბუდსმენობის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სახალხო დამცველი.
„სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ვუჭერთ ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარუდგინონ ისინი საქართველოს პარლამენტს“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)