en
ge

ფორუმი: „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“

ფორუმი: „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“

თბილისი. 27 სექტემბერს სასტუმრო “რუმსში” სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით გაიმართა ფორუმი „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“.

ფორუმის მიზანი იყო მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება, ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.

შეხვედრის დასაწყისში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მეორე პანელი დაეთმო მუნიციპალიტეტების შეფასების შიდა და გარე ინსტრუმენტებსა და ამ კუთხით რუსთავისა და გორის მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარებას. 

ამასთანავე, შეხვედრაზე როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე არსებულ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი წარადგინეს ის პროგრამები და შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს პოლიტიკის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

ფორუმის ბოლოს მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს აღნიშნული კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე. 

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის “პური მსოფლიოსთვის” (Bread for the World) – მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განვითარების სფეროში ჩართული აქტორების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტურად შეძლონ ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)