თბილისი. 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში მცხოვრები სამუშაო ასაკის შშმ პირების მიერ შრომისა და დასაქმების უფლების დაცვის მდგომარეობა შეისწავლა.
„კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2017 წელს ჩატარებული მონიტორინიგის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით მდგომარეობა ფაქტობრივად არ გაუმჯობესებულა და 5 წლის წინანდელ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია. ის ნაბიჯები, რაც დღემდე ტარდება დასაქმების კუთხით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან, არ არის საკმარისი. მეტიც, ისინი არასისტემური და დროებითია“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)