თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს.
„2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.
2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)