თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქართულმა ოცნებამ ჩართულ მხარეებს გაუზიარა დოკუმენტი: „სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“.
საია-ს შეფასებით, დოკუმენტი ვერ პასუხობს იმ ძირითად გამოწვევებს რომელის დღეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს, არის ფრაგმენტული ხასიათის და არ არის ორიენტირებული ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნისაკენ. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა, ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამუშაო ჯგუფის ფორმატის დაწყებისთანავე მიაწოდა. გამოგზავნილ დოკუმენტთან დაკავშირებით საიამ მოამზადა დასკვნა, რომელიც მიეწოდა სამუშაო ჯგუფს.
ორგანიზაცია მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, მხედველობაში მიიღოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებისკენ.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)