თბილისი. დღეს, 8 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება რიგ ცვლილებებს, რომლებიც ზრდის და აკონკრეტებს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის კრიტერიუმებს, ცვლის საარჩევნო დავების წარმოების ვადებს და ასახავს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას.
თუმცა პროექტი სრულად ვერ აუმჯობესებს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს და ვერ გადაწყვეტს ზოგიერთ პრობლემას, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლის ნების კონტროლისა და საარჩევნო დავების სამართლიანად გადაწყვეტის საკითხებს.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)