en
ge

IDFI-მ რეპრესირებულთა შესახებ ფილმის ჩვენება გამართა

IDFI-მ რეპრესირებულთა შესახებ  ფილმის ჩვენება გამართა

რეგიონები. 29-30 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით კასპში, ბორჯომსა და გორში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

ორგანიზაციის გადმოცემით, შეხვედრების ფარგლებში წარმოდგენილი ფილმი „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი.

ფილმის ჩვენებამდე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ პრეზენტაცია წარადგინა რეპრესირებულთა თემატიკის ირგვლივ და ისაუბრა საქართველოში 1937-1938 წლებში მიმდინარე დიდი ტერორის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხვადასხვა ისტორია აღნიშნული ეპოქიდან, ასევე ყურადღება გაამახვილა მასობრივი სამარხების აღმოჩენის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)