იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგმა" პროგრამის „სამეცნიერო ლექტორიუმის" ფარგლებში შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის თემა იყო „თანამედროვე შეხედულება ეროვნულ სახსოვარზე". სამეცნიერო ლექტორიუმის მსმენელებმა აღწერეს დღეს არსებული მდგომარეობა, თუ რამდენად არის შენარჩუნებული თანამედროვე საზოგადოების მიერ წინაპართა დატოვებული ტრადიციები, რა უნდა გაკეთდეს ტრადიციების შესანარჩუნებლად, რამდენად არის დაცული ღირსშესანიშნაობები, ესა თუ ის სკულპტურული ნამუშევარი და ა.შ. შეხვედრის ფარგლებში სულ 4 მოხსენება იქნა წაკითხული, ხოლო მოხსენებების წაკითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია მსმენელებსა და მომხსენებლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა თაობისა და სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ლექტორები, ისტორიკოსები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში