en
ge

ძლიერი სოფელი მოქნილი მმართველობა

აჭარა. 24 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პროექტის - „ძლიერი სოფელი, მოქნილი მმართველობის" პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის დროს მოეწყო ინიციატივის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია. შეხევედრის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ გასულიყვნენ სოფელ ფერიაში და დაეთვალიერებინათ პილოტური პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები. ზემოთ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მოქნილი და მდგრადი თემების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ კლიმატის თანამედროვე და სამომავლო ცვლილებებს, ხორციელდება ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)