თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (24 თებერვლიდან-31 აგვისტომდე): რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ნაშთი, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით (+ 170%) გაიზარდა.
საქართველოს ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ და რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.
2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ორგანიზაცია მიიჩნევს რომ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლით მოკლევადიან პერიოდში მიღებული გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, მათი ქვეყანაში დარჩენის მზარდი ტენდენცია შესაძლოა წარმოადგენდეს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)