თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 3 ოქტომბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამაგისტრო კურსის მონაწილეებისთვის.
სამაგისტრო საფეხურზე შერჩეული 25 მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 სტუდენტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს, როგორიცაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.
პირველი სამაგისტრო კურსი, რომელსაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან არის ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. სასწავლო კურსს კითხულობს თინათინ ხიდაშელი. ამჟამად, ქალბატონი თინა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)