თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა შეისწავლა 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ივნისის პერიოდში.
ორგანიზაციის შეფასებით:
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები დადებითად უნდა შეფასდეს ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასევე საბჭო აქტიურად იყო ჩართული თემატური მოკვლევის ჯგუფების მუშაობის პროცესში.
საბჭოს სრულად ფორმირება დაგვიანებით განხორციელდა, რაც ორგანიზაციის აზრით, სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება ასევე ვერ განხორციელდა, მთავრობის მხრიდან კი არ ხდებოდა საბჭოსთვის ანგარიშების დადგენილ ვადაში წარდგენა.
კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები წაიკითხეთ სრულად...
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)