en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, სუს-ის კრებსებზე მიმდინარე გამოძიებას აფასებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, სუს-ის კრებსებზე მიმდინარე გამოძიებას აფასებს

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა სასულიერო პირების მოსმენების საქმეზე.

ორგანიზაციის ცნობით, გამოძიების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, პროკურატურამ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი პირები დაზარალებულად ცნო, თუმცა სრულიად დაუსაბუთებლად, უარი განაცხადა საქმის მასალების ორგანიზაციისთვის გადაცემაზე და მათ მხოლოდ მასალების არასაიდუმლო ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

„სუსმა თითქმის სრულად დაშტრიხა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც ჩვენთვის შინაარსის სრულყოფილად გაცნობას შეუძლებელს ხდის.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ:

  1. ჩვენ მიერ მოთხოვნილი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ არის;
  2. გამოძიების ფარგლებში არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლები;
  3. სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვაც ხარვეზიანი და ფორმალურია, ისინი ხშირად, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით, გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ.
  4. გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსმენა ხორციელდებოდა.
  5. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო“.

განცხადება სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)