თბილისი. ორგანიზაცია „საფარმა“ 11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღე აღნიშნა.
„გამოწვევებისა და მიზნების გაზიარება, ერთმანეთის გამხნევება და მხარდაჭერა, სოლიდარობა, ბევრი სიცილი და ცოტა ტირილიც, ცეკვა, სიმღერა და რწმენა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ - ასე ჩაიარა ღონისძიებამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები და სტუდენტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდული პლატფრომებით - Pəncərə/ფანჯარა და Գանձ/განძი, ასევე, ახალგაზრდა ფემინისტთა მოძრაობით, გოგონების ხმა/The Voice of Girls“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)