en
ge

დედა, როგორც პერსონალური ასისტენტი

დედა, როგორც პერსონალური ასისტენტი

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აქვეყნებს გიორგი ხიზანიშვილის ბლოგპოსტს: დედა, როგორც პერსონალური ასისტენტი.

„ამ ბლოგის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საზოგადობას ვაჩვენო, რამდენად რთულია იყო  დედა, როდესაც შენი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს პერსონალურ ასისტენტს და თავიდან იცილებს ამ პასუხისმგებლობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტებად ძირითადად, ოჯახის წევრები გვევლინებიან. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრები საკუთარ ცხოვრებაზე უარს ამბობენ იმისთვის, რომ თავი ღირსეულ ადამიანებად ვიგრძნოთ, მივიღოთ განათლება, გვქონდეს სამსახური და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ვიქცეთ.

ჩემ შემთხვევაშიც მსგავსად ხდება. როდესაც რამე მჭირდება, დედა ყოველთვის გვერდით ჩნდება. სამწუხაროდ, ეს მიღებული პრაქტიკაა და ვინმეს რომ ჰკითხოთ გიპასუხებთ - „აბა რა, ვინ  უნდა მიხედოს, თუ არა ოჯახის წევრმა“, რაც არასწორია და მიუღებელი. თუ რატომ, ამის საილუსტრაციოდ ვიტყვი: როდესაც ბავშვი იბადება, ის დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ახერხებს თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს აქტივობები.

ყველას მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსაც ესაჭიროება თავისუფლება და დამოუკიდებლობა. როგორც ყველას, მასაც სურს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და რაც მთავარია, აღასრულოს საკუთარი ნება.

ჩვენთან კი, მოგეხსენებათ, როგორც ხდება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ვერ აღიქვამენ „სრულყოფილ“ ადამიანად. გამოსავალი რაშია? სწორედ იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირს სახელმწიფომ პირადი ასისტენტის სერვისი შესთავაზოს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლობის ხარისხს“.

სრულად...

წყარო: disability.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)