თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა მშობლები და მათ საკითხებზე მომუშავე ადამიანები და ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრებს, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მიმართავენ, სახალხო დამცველის კანდიდატად მხარი ანა აბაშიძეს დაუჭირონ.
„ჩვენი შეფასებით, ანა აბაშიძეს აქვს საქართველოს მომავალი სახალხო დამცველისთვის საჭირო ყველა აკადემიური, პროფესიული და პიროვნული თვისება, ღირებულება და ფასეულობა; თავის საქმიანობაში, შშმ პირთა, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისას, ის გამოირჩეოდა პარტიული მიუკერძოებლობით, დაბალანსებულობით, კეთილსინდისიერებითა და გულისხმიერებით, ორიენტირებული იყო თანასწორობაზე; ის უამრავი შშმ პირის ინტერესებს წარმოადგენს სასამართლოსა და სხვა ორგანოში, როდესაც მათ არ აქვთ წვდომა საჭირო სერვისებზე, დამხმარე საშუალებებზე, გარემოზე, განიცდიან დისკრიმინაციასა თუ ძალადობას დახურულ ინსტიტუციებში“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: PHR-ის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)