სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წალენჯიხის მერისთვის საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ავტომობილის დაწვის ფაქტს ეხმაურება.
„გია ხარჩილავა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერია და იგი ავტომობილის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემას ქმნის.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)