თბილისი. ქალთა ფონდის დირექტორმა ნანა ფანცულაიამ თანამდებობა დატოვა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას სალომე ჩაგელიშვილი შეასრულებს.
„როგორც ფონდის უკვე ყოფილი ლიდერი, მოხარული და იღბლიანი ვარ, რომ ცვლილების შემდეგ ფონდს არ ვტოვებ, საშუალება მეძლევა ჩვენს გუნდთან ერთად დავრჩე და ფონდის ერთ მიმართულებას, ფემინისტური რეზიდენციის პროექტის გამართვას მოვახმარო უფრო მეტი დრო და ენერგია. ჩემთვის ეს მართლაც დიდი პრივილეგიაა, რადგან გავაკეთებ იმას, რაზეც ვოცნებობდი და შევძლებ დავასრულო ის, რის დაწყებასაც ასევე დიდი გაბედულება სჭირდებოდა თავის დროზე. დიდი იმედი მაქვს ფემინისტური რეზიდენციის ამუშავებას მოკლე დროში შევძლებთ და ვახარებთ ჩვენს პარტნიორებს და მხარდამჭერებს“, წერს ნანა ფანცულაია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)