აჭარა. 25 მაისს, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „არტ ვეიმ" ახალი პროექტის – „მასტერკლასები თანამედროვე ხელოვნებაში” - პრეზენტაცია გამართა.
პროექტი მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ოთხი ძირითადი მიმართულებით მასტერკლასების ჩატარებას. პროექტი საინტერესოა იმით, რომ მასტერკლასებს შემდეგი კომპეტენტური პირები ჩატარებენ: თანამედროვე კინო - გოგი გვახარია; თანამედროვე მხატვრობა - გია ბუღაძე; თანამედროვე კლასიკური მუსიკა - ხათუნა მანაგაძე; თანამედროვე თეატრი - ლაშა ჩხარტიშვილი. პროექტის პრეზენტაციას დაესწრო „არტ ვეი კლუბის" წევრები და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდები. შეხვედრა, გარდა პროექტის პრეზენტაციისა, მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილეობის მსურველთა ადგილზე რეგისტრაციას. ადგილზე რეგისტრაციით საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიიღნ იმ ახალგაზრდებმა , რომლებსაც ინტერნეტისთვის ხელი არ მიუწვდებათ. პროექტი დაფინანსებულია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ.