თბილისი. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
„13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). თბილისის მერის განცხადებით „... ყველა დაისჯება შესაბამისად“. უკვე დაკავებულია მერიის კონტრაქტორი კომპანიის - „გრინსერვის +-ის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
... ტრადიციად იქცა ყოველი მსგავსი ინციდენტის შემდეგ პრობლემის შედეგზე კონცენტრირება იმ სისტემურ გამოწვევაზე რეაგირების გარეშე, რომელიც ამ პრობლემას იწვევს.
აუცილებელია, სისტემურად გაანალიზდეს, სახელმწიფოს როლი ტრაგედიების თავიდან აცილების პროცესში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
კესო გველესიანის ნამუშევარი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)