en
ge

დისკუსია აბორტის თემაზე

სამეგრელო. დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით, 24 მაისს, აბორტის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს აბორტის აკრძალვაზე, რა საფრთხეების შემცველია ქვეყნის დემოგრაფიული განვითარებისთვის, ქალის ჯანმრთელობის თვალსაზრისით და რა გართულებები შესაძლოა მოჰყვეს აბორტის არალეგალურად გამოცხადებას. ზუგდიდის საავადმყოფოს სამეანო-ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალა გრიდასოვა მიიჩნევს, რომ შობადობის დასარეგულირებლად აბორტის აკრძალვა არ არის საკმარისი, არამედ სახელმწიფო პოლიტიკამ ქალს სტიმული უნდა მისცეს, რაც თავის მხრივ, მთავრობის მხრიდან გარკვეულ ფინანსურ ინვესტიციებს გულისხმობს მორალური მხარდაჭერის პარალელურად.
 სასულიერო პირის, დეკანოზ  გიორგი ჯგუშიას განცხადებით, . ეკლესია აბორტს ცოდვად მიიჩნევს, ასევე ფეხმძიმობისგან თავდაცვას, მაგრამ საქართველოში არ არის მოწესრიგებული სადეკრეტო შვებულებების საკითხი. 
 შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სასურველია ახალგაზრდებმა სკოლაშივე მიიღონ პრობლემის და თანმდევი საფრთხეების შესახებ სწორი ფორმით შერჩეული ინფორმაცია.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)