სვანეთი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მესტიის მუნიციპალიტეტმა მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიაში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა მოეწყო, სადაც ფერმერებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი და ნიშური პროდუქტები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)