თბილისი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ქარტიის წევრების მიმართ საქმის წარმოების დაწყების თხოვნით მიმართა. საბჭოსადმი წარდგენილ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის ხელმძღვანელობის აზრით, სამ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებში რედაქტორებმა და ავტორებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის სამდივნოს მოთხოვნის საფუძველზე, ფონდმა მოპასუხეებად განსაზღვრა შემდეგი პირები: მაია მეცხვარიშვილი (ნეტგაზეთი), დავით მჭედლიძე (Media.ge), ირაკლი მანაგაძე (ექსპრესნიუსი). ნეტგაზეთის, ექსპრესნიუსისა და Media.ge-ს სტატიები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით „მეცხრე არხის” ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა, ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება დასაშვებად ცნო.
წყარო: qartia.org.ge