თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შშმ პირის დარღვეული უფლებები აღადგინა.
„სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითიც დადგინდა დავით ხუხუას მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან.
დისკრიმინაციის ფაქტის გამო მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
PHR 2016 წლიდან იცავს დავით ხუხუას ინტერესებს სასამართლოში“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)