სამცხე-ჯავახეთი. 18-19 ოქტომბერს, პროექტის - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში მორიგი სალექციო სესიები გაიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხეს, ზარზმასა და დაბა ადიგენის სკოლების მოსწავლეებისათვის.
ონლაინ გამოცემა რეალპოლიტიკის მთავარმა რედაქტორმა აკა ზარქუამ მოსწავლეებთან ერთად განიხილა დეზინფორმაციის ისტორიული დისკურსი, მისი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და დეზინფორმაციის თანამედროვე მაგალითები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)