იმერეთი. 19 ოქტომბერს, „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ადგილზე მოინახულეს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამის მონაწილეთა პროექტები: ბოსტნეულის სათბური და საოჯახო მარანი.
ორგანიზაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შესყიდვები დასრულებულია, ქალებს საქმიანობა დაწყებული აქვთ.
პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)