en
ge

მძიმე და ღირსების შემლახავი პირობები გორის სოციალურ საცხოვრისში

მძიმე და ღირსების შემლახავი პირობები გორის სოციალურ საცხოვრისში

შიდა ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, გორში, ანწუხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიური კლინიკის ხუთსართულიანი შენობა წლებია, სოციალურ საცხოვრისადაა გადაქცეული. აქ 150-ზე მეტი ადამიანი უკიდურესად მძიმე და ღირსების შემლახავ გარემოში ცხოვრობს. მათი ნაწილი დევნილია, ნაწილი კი - უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები.

„საცხოვრისში უამრავი მძიმე პრობლემაა, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. შენობა ავარიულია, რის გამოც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგას. საცხოვრისში არსებობს გადატვირთულობის პრობლემაც - მცირე ფართობებში მრავალსულიან ოჯახებს უწევთ ცხოვრება, რის გამოც ადამიანებისათვის, მათ შორის, ბავშვებისთვის ან/და შშმ პირებისათვის ინდივიდუალური სივრცის არსებობის შესაძლებლობა გამოირიცხება.

აქ მყოფ ადამიანებს ასევე, არ აქვთ ინდივიდუალური სველი წერტილები - ისინი მათ სართულზე განლაგებული საერთო სველი წერტილებით სარგებლობენ, სადაც კედლები ინგრევა და ჭერიდან ბათქაში ცვივა. შენობაში არ მოდის ცხელი წყალი და აქ არც სამზარეულო სივრცეა“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)