შიდა ქართლი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის საპატიო მოქალაქის წოდება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს თინა ბრეგვაძეს მიენიჭა.
თინა ბრეგვაძემ შიდა ქართლში, შშმ პირების გასაძლიერებლად პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ დააფუძნა. ის წლებია შშმ ადამიანებისთვის მუშაობს, რომ შეუქმნას მათ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა, ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაზე.
„განსაკუთრებული პატივია ჩემთვის გორის საპატიო მოქალაქის წოდება, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი გორისა და ჩემი ადამიანების წინაშე, რომლებსაც უშუალოდ ეკუთვნით ეს წოდება, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის კოლექტივს და ჩემს შშმ ბავშვებს.
პირველი პრეცედენტია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისთვის და მიხარია, რომ ეს პატივი მერგო, საპატიო მოქალაქის წოდება ცხოვრებაში მეტ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო ბევრი კარგი საქმე ვაკეთო ხალხის საკეთილდღეოდ“, განაცხადა თინა ბრეგვაძემ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)