თბილისი.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს შუალედურ მიმოხილვას: სახალხო დამცველის არჩევა 2022.
„დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით წარმოადგენს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთს, რომლის შესრულებაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
სამუშაო ჯგუფის/საკონკურსო კომისიის დანიშნულება შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატთა პროფესიული შეფასება და პოლიტიკური სუბიექტებისთვის მათზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება. საკონკურსო კომისიის სამუშაო დროის ნაკლებობამ, კანდიდატებთან გასაუბრების შეუძლებლობამ და კანდიდატების შეფასებისგან თავის შეკავების მაღალმა მაჩვენებელმა არსებითად დააბრკოლა იმ მიზნის მიღწევა, რაც ამ სამუშაო ჯგუფის შექმნას შეიძლება ჰქონოდა.
საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ პროცესი არ ჩაიშალოს. აღნიშნული დანაწესი მნიშვნელოვნად აბრკოლებს ერთ კანდიდატზე პოლიტიკური შეთანხმებისა და სახალხო დამცველის თანამდებობაზე მრავალპარტიული მხარდაჭერით პირის არჩევას“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)